ბორობუდური – ბუდას სკულპტურებით მომკული მონუმენტი

ბორობუდური ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტია ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება .
მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātu —სურვილის სამყარო); რუპადჰატუს (Rupadhatu —ფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatu — უფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და კორიდორების სისტემის მეშვეობით, რომელთა გასწვრივ კედლებსა და ბალუსტრადებზე 1 460 რელიეფური პანელია.
ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოების დაკნინების შემდეგ მიტოვებულ იქნა და იაველები ისლამზე მოექცნენ. მონუმენტი 1814 წელს აღმოაჩინა სერ თომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის მდებარეოებაც მას ადგილობრივებმა მიანიშნეს. მას შემდეგ ნაგებობას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1975 და 1982 წელს ჩატარებული ერთობლივი სამუშაოები ინდონეზიის მთავრობისა და იუნესკოს მიერ, რის შემდეგაც მონუმენტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბორობუდური დღესაც პოპულარული ადგილია ბუდისტ პილიგრიმთათვის, სადაც წელიწადში ერთხელ ინდონეზიელი ბუდისტები „ვესაკს“ დღესასწაულობენ. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

Read more of this post

Advertisements

რეალური პლანეტა „ვარსკვლავური ომებიდან“

ასტრონომებმა იპოვეს პლანეტა, რომელსაც ორი მზე დაჰნათის – ის ორი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, როგორც ტატუინი ცნობილ კოსმოსურ საგაში „ვარსკვლავური ომები“. ახალაღმოჩენილი პლანეტა დედამიწიდან 200 სინათლის მანძილზე იმყოფება.

Read more of this post

რა დაწერა ანდერძში ლიბიის ექსდიქტატორმა მუამარ კადაფიმ, და ვინ იყო შექსპირი წარმოშობით, მისი ვერსიით

2011 წლის 20 ოქტომბერს მსოფლიოს დიქტატორებს შორის ყველაზე ქარიზმატულისა და ექსცენტრიკულის, ჯამაჰირიის ლიდერის, ყოფილი პოლკოვნიკისა და ლიბიელი ხალხის ექსბელადის, მუამარ ბენ მუჰამად აბუ მენიარ აბდელ სალიამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფის, ან უბრალოდ, მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის ხანა და მისი სიცოცხლე ერთდროულად დასრულდა. ექსდიქტატორის სიცოცხლე იქ დასრულდა, სადაც დაიწყო, ქალაქ სირტში. მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ერთადერთი, რის თქმაც შეიძლება კადაფის სიკვდილზე, მისი სიტყვებია, რომლითაც 2011 წლის თებერვალში მიმართა ლიბიელ ხალხს – „მე არასდროს მივატოვებ ამ მიწას და მოწამეობრივი სიკვდილით მოვკვდები. მე არავის ვექვემდებარები. მუამარი იყო და იქნება რევოლუციის ლიდერი ქვეყნიერების დასრულებამდე”. არ გატეხა სიტყვა და მართლაც, ის თავის მიწაზე წამებით მოკლეს. ამ პოსტში მუამარ კადაფის ცხოვრების, პოლიტიკურ-სამხედრო მოღვაწეობისა და მისი ოჯახის შესახებ არსებულ, აქამდე გაუხმაურებელ ფაქტებს გთავაზობთ.

Read more of this post

ყველაზე უძველესი დინოზავრი კატისტოლა ყოფილა

სწავლულებმა აღმოაჩინეს დინოზავრების უძველესი ფორმა, რომლებიც თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე 250 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ.
„ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ დინოზავრების უახლოესი ნათესავები უკვე არსებობდნენ დედამიწის ისტორიაში სახეობათა ყველაზე მასობრივი ამოწყვეტისას (პერმული და ტრიასული პერიოდების საზღვარზე). სახელდობრ, ამ კრიზისმა სიცოცხლის ისტორიაში პლანეტაზე გაათავისუფლა ეკოლოგიური ნიშა, რომელშიც შემდგომში მიმდინარეობდა დინოზავრების ევოლუცია“, – თქვა ბუნებისმეტყველების ისტორიის ამერიკული მუზეუმის თანამშრომელმა, სტატიის თანაავტორმა სტეფან ბრუსატემ.

Read more of this post

რუანდის გენოციდი

რუანდის გენოციდი 100 დღეს გაგრძელდა, ის მიმდინარეობდა 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.
ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.
მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.

Read more of this post

ანატოლ ონოპრიენკო იგივე “უკრაინელი მხეცი”

ანატოლი იურის ძე ონოპრიენკო დაიბადა 1959 წლის 25 ივლისსსოფელ ლასკში, (ჟიტომირის ოლქი) — იგი უკრაინელი სერიული მკვლელია ფსევდონიმებით: „უკრაინელი მხეცი“, „ტერმინატორი“ და „მოქალაქე ო“. 1989-1996 წლებში მოკლა 52 ადამიანი. 1989 წლის 14 ივნისიდან 16 აგვისტომდე იმსხვერპლა 9, ხოლო 1995 წლის 5 ოქტომბრიდან 1996 წლის 22 მარტამდე 43 ადამიანი. მოქმედების ზუსტი მოტივი უცნობია.
ანატოლი ონოპრიენკო დაიბადა 1959 წლის 25 ივლისს ჟიტომირის ოლქში. ჰყავს 13 წლით უფროსი ალალი ძმა. ონოპრიენკოს ბაბუა მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში და მამაცობისათვის ჯილდოებიც ჰქონდა მინიჭებული, თუმცა მოგვიანებით იგი გაასამართლეს. 3 წლის ასაკში ანატოლის დედა მოუკვდა. ონოპრიენკო აღზარდეს ბებიამ და ბაბუამ, აგრეთვე ნაწილობრივ დეიდამ. შემდეგ იგი ერთ-ერთ სოფელში ბავშვთა სახლში მიაბარეს, რის შემდეგ ჩააბარა ტექნიკუმში, საიდანაც გარკვეულ ხანში გარიცხეს. ჯარში მსახურობის შემდეგ ონოპრიენკომ სწავლა დაიწყო საზღვაო სასწავლებელში. მსახურობდა ფლოტში, უმთავრესად თავის თავს კონტრაბანდით ირჩენდა. 1987 წელს იგი სამუშაოდან გაანთავისუფლეს, რის შემდეგ მუშაობა დაიწყო როგორც მეხანძრემ. გარკვეულ დროში სამსახურში დაინიშნა განყოფილების მეთაურად. შემდეგ შევიდა კომპარტიაში.

Read more of this post

“გმირი” საფრანგეთიდან”

თავიდან იყო დიდი, უხეში ტყავისა და ბეწვისგან შეკერილი ტომრები, ან, უბრალოდ, ყუთები… მერე კი უფრო უზარმაზარი სამგზავრო სკივრები, რომლებსაც ეტლებზე საზღვაო ბაგირებით ამაგრებდნენ… ერთი სიტყვით, მოგზაურობის მოყვარულს თან უმძიმესი ტვირთი უნდა ეთრია. 1937 წელს საფრანგეთში პირველი რკინიგზა გაიხსნა. მაშინვე გაჩნდა მოთხოვნილება „პორტატულ ბარგზე“, ანუ სამგზავრო ჩანთაზე. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე ორი წლით ადრე, ვინმე ლუი ვიტონმა, ბიჭუნამ საფრანგეთის პროვინციიდან, მუშაობა დაიწყო მესიე მარშალის სამგზავრო სკივრების მანუფაქტურაში.

Read more of this post

ნარკოტიკულ სკანდალებში გახვეული სპორტსმენების ათეული

aaaa

ისინი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები და აღიარებული ვარსკვლავები არიან, თუმცა მათ ერთი საერთო პრობლემა აკავშირებთ – ნარკომანია. ამ პრობლემამ არაერთ სპორტსმენს დაუნგრია კარიერა. „ნაბუს” ამ პოსტში სწორედ იმ ცნობილი სპორტსმენების ტოპ-ათეულს გთავაზობთ, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ ნარკოტიკების გამო.

Read more of this post

დედამიწის რომელი რეგიონის მცხოვრებთ აქვთ ყველაზე დიდი ტვინი

„პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონების მცხოვრებთა ტვინი და თვალები უფრო დიდია, ვიდრე სხვა რეგიონების მცხოვრებლებისა, რადგან ასე უფრო ადვილი გადასატანია ხანგრძლივი და ბნელი ზამთარი,“ – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები. მათ შეისწავლეს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების თვალის ფოსოს ზომები და თავის ტვინის მოცულობა. აღმოჩნდა, რომ, რაც უფრო შორს ცხოვრობენ ადამიანები ეკვატორიდან, მით უფრო დიდი ტვინი აქვთ, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, არამედ, ტვინისთვის აუცილებელია, აღიქვას მეტი ვიზუალური ინფორმაცია, რაც ჩრდილოეთ განედებზე მცირე განათების გამო გაძნელებულია. „ამიტომ ადამიანმა ევოლუცია განიცადა – მისი თვალები ხდებოდა სულ უფრო დიდი და დიდი; დიდი უნდა გამხდარიყო, ასევე, მისი ტვინიც, რათა დაეძლია ვიზუალური ინფორმაციის დამატებითი მოცულობა“, – განაცხადა ოქსფორდის ანთროპოლოგიის სკოლის კვლევების ხელმძღვანელმა, ეილუნედ პირსმა.

Read more of this post

კულტურისა და მეცნიერების სასახლე

კულტურისა და მეცნიერების სასახლე ყველაზე მაღალი შენობაა ვარშავასა და პოლონეთში. შენობა მერვე ადგილზეა ევროპის კავშირის უმაღლეს შენობებს შორის, ხოლო 187-ზე მსოფლიოში. მისი მშენებლობა დაიწყო სტალინის ბრძანებით, 1952 წელს და დასრულდა 1955 წელს. სასახლე აშენდა, როგორც საბჭოთა კავშირის საჩუქარი პოლონელი ხალხისადმი. მასზე მუშაობდა 3500-მდე საბჭოთა მშენებელი, რომლებიც ვარშავის ახალ გარეუბანში, ვოლაში, ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოყოფით დაასახლეს. შენობა სტალინური ამპირის მაგალითია და არქიტექტურულად ჰგავს იყო იმავე პერიოდში მოსკოვში აშენებულ შვიდი დობილისს კომპლექსს, განსაკუთრებით კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას. თუმცა არქიტექტორმა ლევ რუდნევმა მასში პოლონური ელემენტებიც შეიტანა, მაგალითად კრაკოვის, ლუბლინისა და ზამოსცის რენესანსის სტილის სასახლეებიდან.

Read more of this post

blognote

natia121's blog

out13side

პანდას ბლოგი

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

All about browsers

ბლოგი ბრაუზერების შესახებ

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Matt on Not-WordPress

Stuff and things.

The WordPress.com Blog

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

%d bloggers like this: